გრიგოლ დალაქიშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ვალერიანე ფოცხვერიასთან ერთად, ღანირის თემში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე ბავშვები ავარიულ შენობაში, არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 160 000 ლარამდე გამოიყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც შესაბამისი ინვენტარით არის აღჭურვილი, 60 ბავშვზეა გათვლილი.

Visited 173 times, 1 visit(s) today