გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ესაუბრა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე; სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი დეპარტამენტის უფროსი გიორგი მინდიაშვილი.

Visited 102 times, 1 visit(s) today