გრიგოლ ნემსაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში გამწვანების მორიგო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

“სასიხარულოა, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება, იქმნება და წესრიგდება რეკრეაციული ზონები. მსგავსი ღონისძიებები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მეტად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მისასალმებელია ყველა ინიაციატივა, რომელიც გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას ემსახურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლებაც აქტიურად ჩაერთოს მწვანე ნარგავების განაშენიანების და მოვლა-პატრონობის პროცესში. ერთობლივი ძალისხმევისა და მონდომების გარეშე ვფიქრობ შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მსგავსი აქტივობები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ შედეგად რეგიონში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არსებული ეკოლოგიური გარემო“-განაცხადა გუბერნატორმა.

გამწვანების აქციის ფარგლებში კლდიაშვილის სკვერში 100 ძირი პავლონიის ნერგი დაირგო.

Visited 157 times, 1 visit(s) today