გრიგოლ ნემსაძემ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
2017 წელს ქვემო ქართლის რეგიონში დაახლოებით 246 ინფრასტრუქტურული პროქტი ხორციელდება, თანხით – 41 488 473 ლარი, მათ შორის: ცენტრალური ბიუჯეტიდან (რეგ.ფონდიდან) დაფინანსდა 47 ინფრასტრუქტურული პროექტი თანხით – 22 556 150 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეგიონში დაფინანსდა 189 პროქტი თანხით – 11 821 219 ლარი. აღნიშნულ პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარე პროექტები კი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
რეგიონის მასშტაბით დამატებითი 10 პროექტი დაფინანსდა – თანხით 6 111 104 ლარი.
თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აშენედება სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრი, სამუშაობისთვის 1 000 000 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისას პრიორიტეტულ მიმართულებებს რეგიონში გზების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების მოწესრიგება-მოწყობა წარმოადგენს.

Visited 131 times, 1 visit(s) today