გრიგოლ ნემსაძემ რუსთავის მუნიციპალური თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სამხარეო ადმინისტრაციაში, რუსთავის მუნიციპალური თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, სოსო ნემსაძეს უმასპინძლა.
მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სამომავლოდ განსახორციელებლ გეგმებზე ისაუბრეს. მხარის პირველი პირი, სოსო ნემსაძეს, თეატრის კიდევ უფრო მეტად განვითარების საკითხში, კომპეტენციის ფარგლებში, მხარდაჭერას დაპირდა.
ახალმა სახმატვრო ხელმძღვანელმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, რეჟისორი სოსო ნემსაძე, სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ შეარჩია.

Visited 174 times, 1 visit(s) today