გრიგოლ ნემსაძე თამარისის მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ თამარისის მცხოვრებლებს შეხვდა. გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივების წინაშე არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და სოფლის მცხოვრებლებს, ადგილზე უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. მიმდინარე წელს სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაციის II ეტაპი განხორციელდება და აღნიშნულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ თამარისში აშენდება სპორტული დარბაზი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარს შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდება. განხორციელდება რიტუალების სახლის რეაბილიტაციაც. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 77 600 ლარი.

Visited 215 times, 1 visit(s) today