გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძიანგსის პროვინციის ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა, საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ჩინეთის მმართველი პარტიისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ასევე, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, რომლის წევრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყო, მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე თავმჯდომარეს შენ ფეი ლის, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს ციან ნა ჩენს, ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის მთავარ ექსპერტებსა და სხვა თანამდებობის პირებს შეხვდა.
ჩინურმა და ქართულმა მხარეებმა მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით წარმართეს. შეხვედრების მთავარი თემა საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს როლის გამოკვეთა, ფუნქციების მკვეთრად განსაზღვრა და კონკრეტული ამოცანების დასახვა იყო.

Visited 164 times, 1 visit(s) today