გუბერნატორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორს ორგანიზაციის წარმომადგენლება საკუთარი საქმიანობა გააცნეს და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან ერთად ახორციელებს.

„ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. განვიხილეთ მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაძლიერებას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შევძლოთ, ჩვენი რესურსების მაქსიმალური მობილიზება, რათა ბევრი წარმატებული და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდეს გურიაში“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Visited 165 times, 1 visit(s) today