გუბერნატორი ასპინძელ წარმატებულ მოსწავლეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ასპინძელ წარმატებულ მოსწავლეს რატი ზედგინიძეს შეხვდნენ. იგი დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება სასწავლებლად. ნიჭიერი ახალგაზრდა აშშ-ს ვირჯინიის შტატის, ქალაქ დენვილის AVERT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მან 4 წლიანი სასწავლო კურსის 80 000 დოლარიანი დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოიპოვა. უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოში დაიწყება, რატი კი პირველი მოსწავლეა რეგიონიდან, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. მხარის გუბერნატორმა და ასპინძის გამგებელმა ნიჭიერ ახალგაზრდას მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ამასთან იმედი გამოთქვეს, რომ იგი მაგალითი იქნება მხარეში და მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც.

Visited 104 times, 1 visit(s) today