გუბერნატორი ,,ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. “ბავშვი, ოჯახი და საზოგადოების“ წევრებმა, მხარის გუბერნატორს, დეტალურად გააცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ანალიზი, რომელიც ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ადრეულ კვლევა-დიაგნოსტირებას, ასევე რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები სამომავლოდ მარნეულის რეგიონულ ცენტრში სპეციალისტების გადამზადებას, ხოლო ბენეფიციართა მომსახურებას უშუალოდ მუნიციპალურ ოფისებში გეგმავენ. გუბერნატორი “ბავშვი,ოჯახი და საზოგადოების“ ხელმძღვანელ პირებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

Visited 157 times, 1 visit(s) today