გუბერნატორი გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ამბროლაურში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები. გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეში 2016 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2017 წლის მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეებისა და მინერალური რესურსების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Visited 150 times, 1 visit(s) today