გუბერნატორი დაბა ასპინძაში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ასპინძაში შიდა გზების კეთილმოწყობა გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის, ტაბიძის, მარჯანიშვილის, გოგებაშვილის და გორგასალის ქუჩებზე, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 435 ათასი ლარით ფინანსდება. ამასთანავე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი ახალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციასაც ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას. საგზაო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში დაიწყება ასევე, დაბა ასპინძაში ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, დედაენის და ერეკლე II-ის ქუჩებზეც, აქ ასფალტ-ბეტონის საფარი 1, 525 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგება. გარდა ამისა, ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლების მირაშხანისა და თოკი-ვარგავის მიმართულებით ორი მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, შედეგად კი 9,5 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

Visited 227 times, 1 visit(s) today