გუბერნატორი დმანისის მცხოვრებლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შოთა რეხვიაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ადგილზე, პირადად გაეცნო ქალაქ დმანისის, სოფელ დიდი დმანისის, პატარა დმანისის, ამამლოსა და ყარაბულახის მოსახლეობის საჭიროებებს.
ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წყალმომარაგების საკითხია. შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობას, ამ მიმართულებით, დაგეგმილი ღონისძიებები, კონკრეტულად კი ,,ორმოცწყარო-მაშავერას“ მასშტაბური პროექტის დეტალები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი იქნება 7 ათასი აბონენტი.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრიქტურის გაუმჯობესებასაც. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ყველა საჭიროება, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Visited 152 times, 1 visit(s) today