გუბერნატორი მარნეულის სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაჩაგანსა და ხანჯიგაზლოში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ისეთ სოფლებში მოწესრიგდა საავტომობილო გზები, სადაც რამდენიმე ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ სოფლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.

Visited 117 times, 1 visit(s) today