გუბერნატორი მხიარული სტარტების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ჩანჩიბაძეს და რეგიონის სპორტის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხიარული სტარტების ჩატარების საკითხებზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე გურიიდან მონაწილეობის სურვილი 48 საჯარო სკოლამ გამოთქვა, თუმცა რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარაზაცია პრიორიტეტულია. კარგია როდესაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბავში იღებს მონაწილეობას, როგორც მხიარულ სტარტებში, ასევე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სხვა აქტივობებში. პირადად ჩავერთვები და ყველა დაგეგმილი ღონისძიება უნდა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, სასპორტო ოლიმპიადის გურიაში ჩატარების საკითხსაც. უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა“ – აღნიშნა გუბერნატორმა.

Visited 121 times, 1 visit(s) today