გუბერნატორი რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

„რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ უკვე დასრულებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე. განვსაზღვრეთ პრიორიტეტული მიმართულებები და შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები. ამიერიდან ასეთი მასშტაბის შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს“- განაცხადა გუბერნატორმა.

Visited 244 times, 1 visit(s) today