გუბერნატორი ურეკში მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ურეკში მოსახლეობას და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„კურორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. მოსაწესრიგებელია საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, შიდა გზები, ბულვარი, რასაც ჩვენ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეტაპობრივად მოვაგვარებთ. მაცხოვრებლები ასევე წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გურიის რეგიონში მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ურეკში გრძელდება წყალმომარაგება – წყალარინების სისტემების მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და იქ ჩასული ტურისტები ისარგებლებენ,“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრის შემდეგ გუბერნატორმა, მოადგილესთან არჩილ ყაზაიშვილთან და ოზურგეთის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, ის პრობლემური ადგილები მოინახულა, რომელთა მოგვარებასაც მოსახლეობა ითხოვს.

Visited 125 times, 1 visit(s) today