გუბერნატორი ყაზახ ბიზნესმენს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ყაზახ ბიზნესმენს, შპს “ადინას” დამფუძნებელს ტალგატ კალმანბაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო გურიის რეგიონში კენკროვანი კულტურის გაშენების საკითხს (ჟოლოს, მოცვის, მარწყვის ნერგების გამოყვანა).

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და კენკროვანი კულტურის გაშენების რენტაბელურობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს. კენკროვანი კულტურების გაშენება ხელს შეუწყობს აგროტურიზმის განვითარებას. ბიზნესმენი გურიაში გეგმავს მარწყვის სასათბურე მეურნეობის მოწყობას და მზად ვართ, ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოვუჩინოთ, რათა მოახდინოს პროდუქციის წარმოება და ყაზახეთში გატანა“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „შალომ კლუბის“ დამფუძნებელი ზაურ ოსეფაიშვილი და შპს „ადინას“ მენეჯერი ნატო ცქიტიშვილიც ესწრებოდნენ.

Visited 146 times, 1 visit(s) today