გუბერნატორი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე დავით ღუდუმიძე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია წითელი ჯვრის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რეგიონში მათ არსებულ რესურსებზე, მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კატასტროფების რისკის შემცირება, პირველადი სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება. შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ეტაპებსა და კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდენ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.

Visited 170 times, 1 visit(s) today