გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ნინო სამადალაშვილს და კახა მამულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს წითელი ჯვრის საქმიანობის მნიშვნელობაზე და რეგიონში მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
„ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მისიაა შეჭირვებული ოჯახების დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, როგორც მატერიალური ასევე, ადამიანური რესურსების გამოყენებით. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, შევთანხმდით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და კოორდინირებულ მუშაობაზე“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენელი თამარ კოროშინაძე და ოზურგეთის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენელი ია ურუშაძე.