გუბერნატორი ხევსურეთის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის კიდევ 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორი, ამჯერად, შატილში, არდოტში, ხონის ჭალაში, ხონეში, მუცოში, კისტანში, ხახმატში, ბისოში, გუდანსა და ბარისახოში ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა.
ადგილობრივებმა, მხარის გუბერნატორთან საუბრის დროს, პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, ელექტროენერგიით და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა დაასახელეს. შალვა კერესელიძემ, მოსახლეობასთან ერთად, არსებული ვითარების გაუმჯობესების გზებზე იმსჯელა და სოფლების გაძლიერების საქმეში სრული ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა. გუბერნატორი შატილისა და ბარისახოს სკოლებსაც ესტუმრა. ასევე, პირადად გაეცნო ბარისახოს პანსიონში ამჟამად არსებულ ვითარებას. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებში ვიზიტის ფარგლებში, შალვა კერესელიძე ბარისახოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შეხვდა და იქ არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

Visited 179 times, 1 visit(s) today