გუბერნატორი USAID-ის Zrda პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და USAID-ის Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის მართვის რეგიონული ორგანიზაციის (DMO) შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, პერსპექტივები და დასახეს სამომავლო გეგმები. ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით ტურიზმი მხარისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მზადაა ხელი შეუწყოს ახალ პროექტებს.

Visited 215 times, 1 visit(s) today