გუბერნატორმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან – ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ერთად დაათვალიერეს სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კლუბები და საჯარო სკოლები, გაიმართა შეხვედრები სპორტსმენებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ქ. ახმეტაში და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მატანი, საკობიანო, დუისი, ქვემო ხალაწანი და დუმასტური, ადგილობრივ სპორტულ ჯგუფებს სამინისტროდან სარაგბო და საფეხბურთო ეკიპირება, კალათბურთის ფარები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა, ძიუდოს კიმონოები, საჭიდაო ჩოხები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცათ. გარდა ამ სოფლებისა, სპორტულ ინვენტარს მიიღებენ პანკისის ხეობის სხვა სოფლების სპორტული ჯგუფებიც, სადაც მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები.
სტუმრებმა ახმეტის საფეხბურთო ბაზა მოინახულებს, სადაც 250-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში. საფეხბურთო ბაზაზე დაანონსდა უახლოეს მომავალში რაგბის შემსწავლელი ჯგუფების შექმნის შესახებ, პროექტის მიხედვით შეიქმნება რაგბის შემსწავლელი ოთხი (8, 10, 12, 14 წლამდელთა) ასაკობრივი ჯგუფი.
მოზარდი მორაგბეები ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ. ახმეტასა და მიმდებარე ქართულ სოფლებში, ასევე პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები ბავშვები მუნიციპალური, უფასო, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით ისარგებლებენ და სავარჯიშოდ ერთად ივლიან. ჯგუფები დაკომპლექტდება მოზარდებით ახმეტის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე შხაპის მიღებისა და ერთად სადილობის საშუალება ექნებათ.
სტუმრები სოფელ მატანში შეხვდნენ კალათბურთელ გოგონათა გუნდს, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 16-წლამდელთა შორის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კალათბურთელ გოგონათა გუნდს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სპორტი გამოცხადდა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გულისხმობს დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით უკვე დაიწყო საჯარო კონსულტაციები რეგიონებში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებასთნ დაკავშირებით. პირველი საჯარო შეხვედრები სწორედ კახეთის რეგიონში, თელავში, მაისის თვიდან დაიწყო, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.

Visited 200 times, 1 visit(s) today