გუბერნატორმა გარდაბანში ახლადრეაბილიტირებული ბაღები გახსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ ვახტანგისსა და საცხენისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გახსნეს.
პროექტის მიხედვით სააღმზრდელო დაწესებულებების შენობები სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა.
მოეწყო გარე ფასადი და საბავშვო ატრაქციონები. სოფელ ვახტანგისში საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 263 419 ლარი შეადგინა, ხოლო სოფელ საცხენისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება 70 951 ლარია.

Visited 159 times, 1 visit(s) today