გუბერნატორმა კასპის მუნიციპალიტეტში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის გუბერნარნატორმა, კახა სამხარაძემ პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად კასპი–კავთისხევის საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თაღოვანი ხიდი, რომლის სრული რეაბილიტაცია თითქმის 50 წელია არ ჩატარებულა უკვე საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანისას. ხიდის რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

Visited 180 times, 1 visit(s) today