გუბერნატორმა ლანჩხუთში სტიქიის ზონა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთში სტიქიის ზონა მოინახულა და იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო. სოფელ ჯურუყვეთში მათ მდინარე ღვეისწყლის მიერ წაღებული ნაპირსამაგრი დაათვალიერეს, ხოლო არჩეულში (ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეული) ძლიერმა წვიმამ ცხაურები და მილხიდი დააზიანა. ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახთან ჩამოწოლილია მეწყერი. გურიაში ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. სოფლებში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ხიდები. დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ სოფლებში შემოვლას. ძლიერ წვიმას ოზურგეთში პრობლემები არ შეუქმნია.

Visited 173 times, 1 visit(s) today