გუბერნატორმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ქ.ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოში სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება- 99 971 ლარს შეადგენს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ბუგეულში, მდ.რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება- 250 000 ლარია. ქ.ამბროლაურში, მიმდინარეობს მდ.კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო თანხა – 636 496 ლარს შეადგენს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ჩორჯოში დასრულდა რკინა ბეტონის ბოგირის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 21 965 ლარი.

Visited 154 times, 1 visit(s) today