გუბერნატორმა ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ დღეს ოზურგეთში ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყო. ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრს 50 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ლაბორატორიაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა აგროქიმიური გამოკვლევები და მათ საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

Visited 196 times, 1 visit(s) today