გუბერნატორმა საკორინთლო-ახალშენას მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, საკორინთლო – ახალშენას მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების, ასევე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. გათვალისწინებულია ლითონის ცხაურების მოწყობაც. მშენებლობის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით 530 ოჯახი ისარგებლებს.

Visited 193 times, 1 visit(s) today