გუბერნატორმა საქონლის რეაბილიტირებული სასაკლაო დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ჩოხატაურში საქონლის რეაბილიტირებული სასაკლაო მუნიციპალიტეტის მაჯორიტარ დეპუტატთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული და ისინი უახლოეს მომავალში გაფართოებასაც გეგმავენ.
როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა ამირან კაკულიამ აღნიშნა, თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოს ამოქმედებით რეგიონის სამომხმარებლო ბაზარსა და სხვადასხვა კვების ობიექტებს სანიტარული ნორმების დაცვით წარმოებული მაღალი ხარისხის საქონლის ხორცი მიეწოდება.

Visited 246 times, 1 visit(s) today