გუბერნატორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პირველკურსელებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა -ირაკლი ქადაგიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა – ირმა შიოშვილმა მიულოცეს.
უნივერსიტეტის მიღწევებსა და პერსპექტივებზე პირველკურსელებს პროფესორ-მასწავლებლებიც ესაუბრნენ.
საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციითა და პირველკურსელებისათვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

Visited 135 times, 1 visit(s) today