გუბერნატორმა ქ.ამბროლაურში მიმდინარე პროექტები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არჩილ ჯაფარიძემ, მოადგილესთან – ლევან ქვათაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან – გიორგი დონაძესთან ერთად, ქ. ამბროლაურში მიმდინარე პროექტები მოინახულა. დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნების მშენებლობის მეორე რიგის სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება მთავარ საფეხბურთო მოედანზე 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მონტაჟი და დამხმარე მოედანზე საფარის მოწყობა.
გუბერნატორმა ასევე მოინახულა კოსტავას ქუჩის მიმდებარედ არსებული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვის ღობის მშენებლობა, ეკლესიის შიდა და გარე ტერიტორიის მოპირკეთება.
ორივე პროექტის სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდება.

Visited 152 times, 1 visit(s) today