გუბერნატორმა ცაგერში მიმდინარე პროექტები მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არჩილ ჯაფარიძე, ცაგერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. გუბერნატორმა დაათვალიერა და დადებითად შეაფასა მურის ციხეების კომპლექსამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ კომპლექსში შემავალი სამი ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომლებიც, რთული რელიეფის გამო, აქამდე მიუწვდომელი იყო.
არჩილ ჯაფარიძემ ასევე მოინახულა სოფელ ჩხუტელში გზის ასფალტირებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. გაეცნო ქალაქ ცაგერის შიდა გზების ასფალტირების, №2 ბაგა-ბაღისა და უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაციის პროცესს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს რეგიონში მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებას.

Visited 189 times, 1 visit(s) today