გუბერნიაში მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გაიმართა

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გამართა. მიღებაზე მისულმა ადგილობრივებმა გუბერნატორს დახმარება ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურული და დასაქმების საკითხებზე სთხოვეს. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში დახმარება უკვე რამდენიმე ათეულ მოქალაქეს გაეწია.

Visited 167 times, 1 visit(s) today