გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) შედეგად, სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია 24 საათიის მანძილზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

Visited 111 times, 1 visit(s) today