გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე (კმ93-კმ99) ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მონაკვეთზე უმოკლეს ვადებში აღდგება.

Visited 55 times, 1 visit(s) today