გუდაურში ,,გადასახედი“-ს მონუმენტის რეაბილიტაცია დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გუდაურში “გადასახედი“-ს მონუმენტის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია დასრულებულია. ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული მონუმენტი დახვდებათ.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, მოხდა კონსტრუქციის გამაგრება. ასევე, მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილი დაიგო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა.
განახლებული მუნუმენტი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გარე პერიმეტრის რეაბილიტაციას -პარკინგის, დასასვენებელი ადგილებისა და სავაჭრო ობიექტების მოწყობას. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

Visited 194 times, 1 visit(s) today