გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საქართველოს 8 მოქალაქე დაიღუპა.

Visited 65 times, 1 visit(s) today