გულიკო ზუმბაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მკომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართა და დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გულიკო ზუმბაძის განხადებით, მოსახლეობა წინუბნის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-საკურორტო სტატუსის შესაბამისი პროექტების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას ითხოვს.
„2017 წლის 14 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #232 განკარგულებით თბილისში სამგორის რაიონში, წინუბნის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქარხნის პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების გაცემის საკითხი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 97 470 კვ.მ.-ზე ახლო მომავალში 97 470 კვ.მ. ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანა უნდა აშენდეს, ამასთანავე უნდა მოეწყოს ქვის სამტვრევი გამანაწილებელი კომპლექსი თავისი ქვიშის სარეცხის საწრეტი ავზებით’’,-განაცხადა დეპუტატმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, თავის დროზე, მეფრინველეობის ფაბრიკა იყო მოწყობილი, ანუ საწარმოსასოფლო მეურნეობის დანიშნულებას შეესაბამებოდა. ტერიტორია, რომელიც გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა, ლოჭინის ხეობის მიმდებარედ, სასოფლო და რეკრეაციულ ზონებს შორისაა მოქცეული.
,,2017 წლის 18 ივლისს თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის („სითი ინსტიტუტ ჯორჯია“) მიერ წარმოდგენილი გეგმის პროექტის მიხედვით, ზ/ა ტერიტორიებს კვლავ უნარჩუნდებათ სასოფლო-საკურორტო ზონის სატატუსი, სადაც უნდა იყოს ხელშეწყობილი და განვითარებული მხოლოდ საბაღე-ფერმერული და სხვა სასოფლო მეურნეობის საწარმოები.
მე, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ბეტონის ქარხნის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით წინუბნის მოსახლეობამ განცხადებით მომმართა.
საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2017 წლის 20 ივლისს მივმართე დედაქალაქის მერიას, მიწათასარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს „სითი -ინსტიტუტ ჯორჯიას“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს წინადადებით, უარი ეთქვას სამშენებლო და სხვა არასასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და ფუნქციონირებას (ტურიზმის მიმართულების გარდა); განმტკიცდეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით შემოერთებული ტერიტორიების (სოფლების) სტატუსი; შემუშავდეს დედაქალაქის საგარეუბნო აგროპოლიტიკა; დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური პროექტები საგარეუბნო სოფლის მეურნეობის საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილები დიდი ლილოს, ნასაგურისა და წინუბნის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს, მათ სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

Visited 204 times, 1 visit(s) today