გულიკო ზუმბაძე მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე სანზონის მცხოვრებლებს შეხვდა.
მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებმა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას განცხადებით მიმართეს, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქაოსური მშენებლობები გააპროტესტეს და რეაგირება ითხოვეს.
გულიკო ზუმბაძის თქმით, განცხადების შესწავლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ როგორც უშუალოდ მეტროს, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა შექმნილი.
„არასწორია მეტროში ჩასასვლელი გზის თავზე რაიმე ტიპის კომერციული ან სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსება. თავის დროზე მათთვის ნებართვების გაცემა იყო დიდი შეცდომა. არასწორია, გამწვანების ზოლში ახალი მშებებლობები.
დაწყებულია და ფაქტობრივად დამთავრებული დიდი მოცულობის სავაჭრო და საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ ძალიან გადატვირთავს, ისედაც დაბალგამტარუნარიანობის ქუჩას.
ჩვენი კომისია, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის არსებულ საკითხს და დასახავს მისი გამოსწორების გზებს. მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ უბანზე ნებართვების გაცემის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენი მოქალაქეების კანონიერ ინტერესებს, არღვევს მათ უფლებას იცხოვრონ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში“, – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

Visited 170 times, 1 visit(s) today