გურიაში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

“11 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან, ეს დღე არის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, რომლებიც თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს. რუსულ აგრესიას გურიიდან ცხრა ჯარისკაცი შეეწირა, ნათელი ხსოვნა ჩვენს გმირებს“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედროებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღეს. ომში დაღუპულთა ოჯახებს სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ფულადი დახმარება გაუწია.

Visited 114 times, 1 visit(s) today