გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით სოფლების ტერიტორიები იწამლება, ცივი შესხურების აგრეგატის გამოყენებით კი ტყის და სოფლების პერიმეტრები, სადაც „მოიზიდე და მოკალის“ სადგურებია დამონტაჟებული.
პირველ ეტაპზე რეგიონში თერმული ნისლის გამოყენებით 30 000 ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა, ცივი შესხურების აგრეგატით კი 1 000 ჰექტარზე მეტი.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობის ინფორმირება წინასწარ ხდება, ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებითაც. ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება.
დღეს შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მერიასა და სილაურში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმაში. ხვალ კი თერმული ნისლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის, სოფლების ბაილეთის, მელექედურის, შეკვეთილის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიები დამუშავდება.

Visited 198 times, 1 visit(s) today