გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სააგენტოს უფროსის მოადგილესთან ზურაბ ლიპარტიასთან ერთად, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ სამუშაო ფორმატში განიხილეს მიმდინარე ღონისძიებები, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს და ამ ეტაპზე ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობაც.

Visited 175 times, 1 visit(s) today