გურიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს დღეს გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე, ისაუბრეს ფერმერების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.

„გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია და არ გაზრდილა მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. უახლოეს პერიოდში ჩვენ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ გავაგრძელებთ უკვე კარდაკარის პრინციპით და შედეგი აუცილებლად გვექნება“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განმარტა, სახელმწიფოს მიერ შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციებს ეყრდნობა. ქვეყნის მასშტაბით ტარდება საჭირო პრევენციული ღონისძიებები, რათა მავნებლის რაოდენობა იქნას მინიმუმადე დაყვანილი.
შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონში შემავალი სამივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

Visited 124 times, 1 visit(s) today