სოფელ მოხეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

17/05/2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 100-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღი იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას იაპონიის საელჩოსა და „world vision-საქართველოს“ შორის 2018 წლის 4 მარტს მოეწერა ხელი. პროექტის ბიუჯეტი 66,395 აშშ დოლარს შეადგენს. ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0