გურიაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების, სერვისების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

Visited 119 times, 1 visit(s) today