გურიაში საბავშვო ბაღებს ახალი ატრაქციონები გადასცეს

პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაღების მენეჯმენტში“- ფარგლებში დღეს გურიაში ახალი თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები დარიგდა. რეგიონის რვა სამიზნე სააღმზრდელო დაწესებულებებში საბავშვო ატრაქციონები მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მიიტანეს. „ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოხდება საბავშვო ბაღების მიერ მომხმარებელთათვის გაწეული სერვისების დახვეწა 8 საბავშვო ბაღის მაგალითზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილ მოეწყობა საბავშვო ბაღების ეზო, სადაც განთავსდება თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები. ჩატარდება სემინარები. ასევე იგეგმება ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ვებ-გვერდის მომზადებაც, სადაც განთავსებული იქნება ბაღში ბავშვების მიღების წესები, ბაღების შინაგანაწესი, მენიუ. შესაძლებელი იქნება მშობლების მიერ ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ა.შ.“- განაცხადა გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა. პროექტს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორცილებს. იგი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

Visited 256 times, 1 visit(s) today