გურიაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „eptisa“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია „eptisa“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რწმუნებული ზურაბ ნასარაია პროექტების ციკლის მართვის ექსპერტს – ენტონი ლითლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
„eptisa“ არის საერთაშორისო საინჟინრო, არქიტექტურული და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტრანსპორტირების, წყალმომარაგებისა და გარემოს, ენერგეტიკის, მრეწველობისა და მშენებლობის სფეროში ყველაზე რთული პროექტების განხორციელებაზე, ტექნიკური ცოდნის, შემოქმედებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე საზოგადოების მდგრადი განვითარებისა და ხალხის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

Visited 174 times, 1 visit(s) today