„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. გისურვებთ წარმატებებს და ნათელ მომავალს“ – მოსწავლეებს და პედაგოგებს გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა. ახალი სასწავლო წლის დაწყება ოზურგეთის სამრევლო სკოლების მოსწავლეებს, დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეუფე იოსებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მიულოცეს. წმინდა ნინოს და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა სტუმრებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრებიც წარმოადგინეს.
Visited 195 times, 1 visit(s) today