გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა და დამატებითი საჭიროებები; მიმდინარე და 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Visited 102 times, 1 visit(s) today